სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები, რომ ძალიან დიდი აქვს საქართველოს, ამაზე უკვე ბევრი საუბრობს. საქართველოში მინერალური თუ გოგირდოვანი წყლების სასიკეთო თვისებებზეც ბევრს ლაპარაკობენ.
საქართველოში რომ ბევრი ისეთი ადგილია, სადაც სამკურნლო წყლები წლების განმავლობაში კურნავდნენ ადამიანებს, ახლა მივიწყებულ-მიტოვებულია.
მათ შორისაა, ოდესღაც განთქმული გორიჯვრის გოგირდის წყლებიც, რომელიც ადრე რესპუბლიკური დანიშნულების ბალნეოლოგიურ კურორტს წარმოადგენდა. იქ სამკურნალოდ არა მატრო საქართველოს ყველა კუთხიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვენებიდან სტუმრობდნენ. ახლა კი, სეზონზე თითო-ოროლა ადგილობრივ მოსახლეს თუ მასპინძლობს.
გორიჯვარი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი გორის რაიონის სოფ. დიდ გორიჯვარში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზეა. მის უკან ამაყად აღმართულ მთიდან გადმოჰყურებს გორიჯვრის მონასტერი. ჰავა რბილია და იქ ჩასული დამსვენებლისთვის სასიამოვნო.
ამ ადგილზე მკურნალობა დღესაც სეზონურია ივნისიდან სექტემბრამდე, რადგან სასიცოცხლო წყალი სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავდება, ისაა მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი და ბუნებრივად ცივი მოედინება. წყალს დღესაც იყენებენ აბაზანებისათვის.

Комментариев нет:
Отправить комментарий